“მხოლოდ საქართველოში შეიძლება მუშაობდე სამგან,მაინც ვალი გქონდეს და კიდე სამსახურს ეძებდე..” – ნახეთ ნინო ლეჟავას სიტყვები

0

გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სია უზო­მოდ უყ­ვარს, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერთ საქ­მე­შიც მო­უ­სინ­ჯავს თავი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი შრო­მა და­საძ­რა­ხი არ არის და არ­ცერთ საქ­მეს, სა­დაც უმუ­შა­ვია, მის­თვის სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია.
სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ ნინო ლეჟა­ვა­ზე, რო­მე­ლიც თე­ატ­რში რო­ლე­ბით ყო­ველ­თვის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო და არის და ნუ გა­გაკ­ვირ­ვებთ, თუ მას უცებ რა­ი­მე სხვა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას შეხ­ვდე­ბით…

– ფი­ნან­სუ­რად – ნაკ­ლე­ბად, რად­გა­ნაც უფრო წელ­გა­მარ­თუ­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ აჯო­ბებ­და, მაგ­რამ თუ სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის, სის­ხლის ყი­ვი­ლის, ჩემი საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის, თავ­და­დე­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო ვიყო, როცა პრო­ფე­სი­ით ჩვენ­ში სამ­სა­ხურს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ შო­უ­ლობს. შე­მიძ­ლია, ვი­ა­მა­ყო და ვიტ­რა­ბა­ხო კი­დეც, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან რომ და­ვატ­რი­ა­ლო, ისევ ამ გზას გა­ვივ­ლი­დი და აქ მო­ვი­დო­დი… თუმ­ცა, ალ­ბათ, პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბო­და უფრო ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი…

– წი­ნას­წარ რომ მქო­ნო­და გათ­ვლი­ლი, ეს რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ვი­დო­და და თა­და­რი­გი და­მე­ჭი­რა, ახლა ჩემ­თვის სულ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი მექ­ნე­ბო­და. დღეს ერთ ად­გილ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, იარ­სე­ბო. ალ­ბათ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ასე ხდე­ბო­დეს – სამ­გან მუ­შა­ობ­დე, მა­ინც ვალი გქონ­დეს და მე­ო­თხე სამ­სა­ხურს ეძებ­დე..

Share.