“იცით რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს

0

ცოტა ხნის წინ მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში “ფარულ კონცერტი“ საკუთარი ცხოვრების მძიმე მომენტზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მის შეყვარებულს თავის მეგობარ ია ტომაშთან ჰქონდა ურთიერთობა.

ია ტომაშმა ჟურნალ “თბილისელებთან“ თიკას ინტერვიუსა და ბრალდებებზე ისაუბრა.

– პირველი შავი პიარი ჩემზე, ჩემს გვარს უკავშირდებოდა, მაშინ როცა პროექტში ვმონაწილეობდი. მეორე შავი პიარი კი ეს იყო. არც ისეთი ცნობილი მეგონა თავი, როგორც თიკამ ახსენა. მაგრამ არ წყდება თემის მასშტაბური განხილვა, დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რამის მტკიცებას თუ დაიწყებ, მერე შენც სულელი გამოხვალ. ამიტომ, ამ ინტერვიუთი პირველად და უკანასკნელად დავაკმაყოფილებ ჩემი გულშემატკივრების ინტერესს.

რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები. თუ მას ჰგონია, ურთიერთობა რომელიც ჩვენ გვქონდა, ახლო მეგობრობას ნიშნავს, გადაეცით, რომ ადამიანებზე არასწორი წარმოდგენა აქვს – ზედმეტად კარგი ან გაბუქებულად ცუდი და ეს არის იმ პირადული თუ კარიერული პრობლემების სათავე, რომელზეც ის მთელი გადაცემის მანძილზე საუბრობდა.

ზუკას ამბავს რაც შეეხება?- არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა, ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე და მას მერე ურთიერთობა არ გვქონია.

Share.