“ისე გარდაიცვალა ორსული ნანატრი შვილის გულში ჩახუტებაც ვერ მოასწრო..” – ნახეთ ქუთაისში ახალგაზრდა ორსული გოგონა ტრაგიკულად გარდაიცვალა,რა გახდა ამის მიზეზი

0

ქუთაისში, კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა. იგი დაბა ჯვარიდან იყო და ზუგდიდში იყო გათხოვილი. 27 წლის ხათუნა გეთია კლინიკა ბომონდში 30 ივლისს შეიყვანეს.
კლინიკის კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს შოკში ვართ და კიდე არ გვჯერა როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას როგორი ბედნიერი იყავი. თუმცა არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ #კორონამ შენ ნანატრთან შეხვედა. როგორ ელოდებოდი, რომ მალე ჩაიკრავდი გულში შენ ტკბილ ბაიას ჩვენი შვილები ხომ საუკეთესო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ.

არცთუ ისე კარგად გიცნობდი, მაგრამ უზომოდ თბილი და კეთილი გოგო იყავი და ესე იქნება სულ. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ხათუ“.-წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

კლინიკა ,,ბომონდში“ ამჟამად, კოვიდ დადებითი 128 პაციენტი გადის სიმპტომურ მკურნალობას. აქედან კოვიდ სამეანო განყოფილებაში 31 ორსულია , რეანიმაციულ განყოფილებაში კი 27 პაციენტი, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას 18 ბავშვი გადის სიმპტომურ მკურნალობას.

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ განყოფილება გუშინ 17- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
წყარო: ambavi.club

Share.