“თუ ჯერ კიდევ ვერ გაერკვიეთ დახმარების..” – ნახეთ ზუსტად, როგორ უნდა მიიღოთ 150 და 200-ლარიანი დახმარება მცირეწლოვანი შვილებისთვის

0

საქართველოს შვიდ რეგიონში არასრულწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ფულადი დახმარების პროგრამა ფუნქციონირებს – მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 2 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები პტარებისთვის – 150 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ:
რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა?
პროგრამის მიზანია, საქართველოში, დემოგრაფიული

მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების გზით.

ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით?

პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული (საქართველოს მოქალაქე) ბავშვი, ან ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები. ბიოლოგიური ოჯახი ფაქტიურად უნდა ცხოვრობდეს იმ რეგიონში, რომელსაც პროგრამა მოიცავს. რეგიონები შერჩეულია სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ და დღეის მდგომარეობით მოიცავს გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო/ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთს. პროგრამა ეხება რეგიონებს სადაც ბავშვის/ბავშვების დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ან 200-ზე ნაკლებია. ფინანსდება ყველა ის ბავშვი, რომელიც დაბადების დღის მდგომარეობით, არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე, ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.

რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?

ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 200 ლარს, ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარს. (მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში სარგებლობს დახამრებით მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი).

ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?

ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ფულადი დახმარების მიღებაზე (თანხის მიმღები) უფლება ენიჭება:

ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას, რომელიც ამავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;
ბიოლოგიური დედის არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას, რომელიც ამავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;
ბიოლოგიური მშობლების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?

ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში – საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.

რა შემთხვევაში წყდება ფულადი დახმარების გაცემა?

ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის განცხადებით მიმართვისას;
ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
ბენეფიციარის 2 წლის ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან;
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენილი წესით გადამოწმებისას, არ დასტურდება ბენეფიციარის მიმართ დახმარებაზე უფლების განმსაზღვრელი გარემოებები, დახმარება შეწყდება შეჩერების დღიდან, მიუხედავად ოჯახის ბოლო გადამოწმების შემდეგ წარმოშობილი/გაცხადებული გარემოებებისა;
ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს;
შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით (ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).
ფოტო პირობითია
წყარო:geoambebi.com

Share.