“თვითონ სოფომაც აღიარა ეს..” – ნახეთ ნინო ნადირაძის განცხადება სოფო ნიჟარაძეზე და მიხეილ სააკაშვილზე

0

“სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა სააკაშვილს საცივი, ეს თავად სოფომ დამიდასტურა” – “ვივამედის” დირექტორი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა “ვი­ვა­მე­დის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო მა­დი­რა­ძე. სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, ნა­დი­რა­ძემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­ა­კაშ­ვილს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა არ აქვს და ის შეგ­ნე­ბუ­ლად არ უწყობს ექი­მებს ხელს მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­ში. “ის მო­მენ­ტი, რომ მას რა­ღა­ცის ჭამა არ შე­უძ­ლია, ასე არ არის. მისი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ფონი არის

საკ­მა­ოდ დამ­ძი­მე­ბუ­ლი. მან იცის, რომ კარ­გად ყოფ­ნით გა­რეთ ვერ მოხ­ვდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ის ექი­მებს ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ახალ წელს ის გა­უ­მას­პინ­ძლდა ჩემს ექიმს, ექთანს. სა­ცი­ვი ჰქონ­და, ასე­ვე ოლი­ვიე, თუ არ ვი­ტყუ­ე­ბი. გაგ­ვა­ხა­რა ჩემ­მა პერ­სო­ნალ­მა, თა­ვა­დაც მი­ირ­თვა და ჩვენც გაგ­ვი­მას­პინ­ძლდაო. ერ­თად შეხ­ვდნენ ახალ წელს. ეს სა­ცი­ვი სოფო ნი­ჟა­რა­ძის დე­დას გა­უ­კე­თე­ბია, სო­ფოს­გან მაქვს ამა­ზე დას­ტუ­რი.” – გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

Share.