რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია იმედმა კადრები გაავრცელა, სადაც სარაკეტო თავდასხმაა თელ-ავივზე.
“ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა, რომელიც თელ-ავივში იმყოფება, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა:
“აქ 40 წუთის უკან ჯოჯოხეთი ხდებოდა, გორის კადრები ხომ ყველას, ხომ გვაქვს ნანახი? აქ ხდებოდა ეს. მთელი თელ-ავივი გადანათებელი იყო. სირენა ორჯერ ჩაირთო. რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი. დღეს მთელი დღეა სამხრეთს ბომბავდნენ და ახლა თელ-ავივის დასბობმვა დაიწყეს.
იცით, რომ ისრაელს შემაკავებელი სისტემა აქვთ, ისინი 90 პროცენტით ანეიტრალებს ბომბებს. თუმცა ა ქ წარმოუდგენელი რამ იყო. ცა განათდა,
რაკეტები ფეთქდებოდა ჰაერში, რთული სიტუაციაა, ომია…” – ამბობს ვატო წერეთელი.
ასევე საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს აფრთხილებს:
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.
როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან.
„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.
გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
წყარო:geoambebi.com