“თელავივის დაბომბა დაიწყეს ამ წუთებში..” – ნახეთ საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს აფრთხილებს (ვიდეო)

0

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია იმედმა კადრები გაავრცელა, სადაც სარაკეტო თავდასხმაა თელ-ავივზე.
“ტვ პირ­ვე­ლის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვატო წე­რე­თელ­მა, რო­მე­ლიც თელ-ავივ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში ისა­უბ­რა:
“აქ 40 წუ­თის უკან ჯო­ჯო­ხე­თი ხდე­ბო­და, გო­რის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლას, ხომ გვაქვს ნა­ნა­ხი? აქ ხდე­ბო­და ეს. მთე­ლი თელ-ავი­ვი გა­და­ნა­თე­ბე­ლი იყო. სი­რე­ნა ორ­ჯერ ჩა­ირ­თო. რამ­დე­ნი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, ვერ დათ­ვლი. დღეს მთე­ლი დღეა სამ­ხრეთს ბომ­ბავ­დნენ და ახლა თელ-ავი­ვის დას­ბობმ­ვა და­ი­წყეს.
იცით, რომ ის­რა­ელს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა აქვთ, ისი­ნი 90 პრო­ცენ­ტით ანე­იტ­რა­ლებს ბომ­ბებს. თუმ­ცა ა ქ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. ცა გა­ნათ­და,

რა­კე­ტე­ბი ფეთ­ქდე­ბო­და ჰა­ერ­ში, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ომია…” – ამ­ბობს ვატო წე­რე­თე­ლი.

ასევე საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს აფრთხილებს:

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.

როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან.

„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

წყარო:geoambebi.com

Share.