“ვფიცავ ღმერთს ყველას პასუხს გაგებინებთ ვინც..” – ნახეთ გო­რის მე­რი­ის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტრის შვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

0

გო­რის მე­რი­ის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტრის, ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.
“ახლა ყვე­ლამ კარ­გად მო­მის­მი­ნეთ, ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი ვარ – გოგო. რად­გან დედა ჩუ­მა­დაა, გგო­ნი­ათ, ბუ­ნაგ­ში რომ შეძ­ვე­რით ზემ­დგო­მე­ბი და შე­აწ­მინ­დეთ ხელი, არ ვიცი, ვინ ხართ. იმ­დე­ნად ლაჩ­რე­ბი ხართ და ქა­ლა­ჩუ­ნე­ბი, ამო­ე­ფა­რეთ ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს და სარ­გებ­ლობთ მისი პა­ტი­ოს­ნე­ბით.

რად­გან ხმა არა­ვინ ამო­ი­ღო, გგო­ნი­ათ, შეგ­რჩათ. უფ­რო­სი რომ გა­მო­დის და ამ­ბობს, ბუ­ღალ­ტე­რია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თურ­მე, ლე­ი­ლა ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი. რა­ზეა ბუ­ღალ­ტე­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მე და­გა­ნა­ხებ. არც ერთი გად­მო­რი­ცხვა თქვე­ნი ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე არაა ხა­ზი­ნი­დან. სად არის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­თა­ნაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხა­ზი­ნის ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცი­აა შე­თან­ხმე­ბუ­ლი და გა­დაგ­ზავ­ნი­ლი, თუ ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა, არ ახ­სოვს?!

ღმერ­თს ვფი­ცა­ვარ, თუ ყვე­ლას არ გა­გე­ბი­ნოთ პა­სუ­ხი. ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და დე­და­ჩემს წინ წა­გიმ­ძღვა­რებთ, გპირ­დე­ბით. თქვენ, ეტყო­ბა, დე­ბი­ლი გგო­ნი­ვართ. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მე ლე­ი­ლა­ზე ძლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რად და ყვე­ლას გა­გე­ბი­ნებთ პა­სუხს სა­მარ­თლებ­რი­ვად, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. თუ მუ­ქა­რის ქვეშ გყავ­დათ, მე ისე­დაც უკვე მკვდა­რი ვარ და უკან და­სა­ხე­ვი აღა­რა­ფე­რი მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გე­ბი­ნებთ პა­სუხს. ისიც ვიცი, რომ ნა­ხავ და წა­ი­კი­თხავ, თუ არა­და, გად­მოგ­ცე­მენ.

თქვენ და­სა­ცა­ვად ქალ­მა ად­ვო­კა­ტი არ აიყ­ვა­ნა, რომ და­ე­მუქ­რეთ, ამ­ხე­ლა სი­ბინ­ძუ­რე აჰ­კი­დეთ და გა­წი­რეთ, ჩა­წიხ­ლეთ და გა­ა­უ­ბე­დუ­რეთ, მაგ­რამ ის ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ ქა­ლის უკან შვი­ლე­ბი დგა­ნან და სიკ­ვდი­ლის ფა­სად რომ და­მიჯ­დეს, ყვე­ლას მი­გა­ყო­ლებთ”.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რი­ცხავ­და სს “თი­ბი­სი ბან­კში“ და სს “ლი­ბერ­თი ბან­კში” გახ­სნილ მის პი­რად სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, ხოლო შემ­დგომ იყე­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში.
წყარო:daqali.club

Share.