გორის მერიის დაპატიმრებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ, ლეილა წკრიალაშვილის შვილი ვარ – გოგო. რადგან დედა ჩუმადაა, გგონიათ, ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი, ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ მისი პატიოსნებით.
რადგან ხმა არავინ ამოიღო, გგონიათ, შეგრჩათ. უფროსი რომ გამოდის და ამბობს, ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი. რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი, მე დაგანახებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან. სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აბსოლუტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი, თუ ამნეზია დაემართა, არ ახსოვს?!
ღმერთს ვფიცავარ, თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი. ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ, გპირდებით. თქვენ, ეტყობა, დებილი გგონივართ. ისიც გაითვალისწინეთ, მე ლეილაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით. თუ მუქარის ქვეშ გყავდათ, მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს, აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი, რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა, გადმოგცემენ.
თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა, რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აჰკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ, რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს, ყველას მიგაყოლებთ”.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში“ და სს “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.
წყარო:daqali.club