“ვიცი რომ ყველა დაინტერესებულია დათიკოს მდგომარეობით..” – ნახეთ რას წერს შარტავას ქუჩაზე დაშევაბული ბავშვის დედა

0

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის დედა მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ დათიკოს მდგომარეობა და უღრმესი მადლობა ამისთვის, შეგნებულად არ ვწერ არაფერს, რადგან არ მინდა რამე ისეთი დავწერო, რაც ყველას გულს გვატკენს. მთელი გულით მჯერა რომ დადგება ის მომენტი,

როცა კარგი ამბებით გაგახარებთ. ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი.
ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ, თუმცა მე ღრმად მწამს რომ უფალი დათიკოს მეორედ მაჩუქებს”, – წერს დათას დედა.
შეგახსენებთ, მოზარდს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. ის ამ ეტაპზე, ისრაელში მკურნალობს.
წყარო:dainteresdi.club

Share.