“ვიდეო კამერებმა რა დააფიქსირეს ვერ წარმოიდგენთ..” – ნახეთ რეალურად რა ვითარებაში დაიღუპა დიღომში 12 წლის გოგონა

0

ერთი თვის წინ, დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. ამ დრომდე უცნობია, 12 წლის მოზარდი ანი იანუშაიტიტე მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა?
გარდაცვლილი მოზარდის დედასთან, რომელიც პროფესიით ექიმია, სატელეფონო ინტერვიუ „მთავარ არხმა“ ჩაწერა.
როგორც ნატო ხუტაშვილი მიუთითებს, არსებობს ყველა გარემოება იმის დასადასტურებლად, რომ მოზარდი მოკლეს და შემდეგ უკვე მიფარულ ადგილას შეათრიეს.
ოჯახი ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.

არის, არის მოკლული, კამერებზე ჯანმრთელი ბავშვი ქანაობს, მერე მოდის სახლის მიმართულებით და ის გზა რომ განვიხილოთ, იქ ისე ბნელა, შიშის ფაქტორის გამო ვერ და არ შევიდოდა. ხეებისგან მრავლობითი დაზიანება აქვს – სახე აქვს დაკაწრული, ხელი აქვს დაკაწრული, მუხლი აქვს გადაგლეჯილი, ბავშვი არის ძალადობრივად შეთრეული“ – აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

Share.