“ვერ წარმოიდგენთ რა საჩუქარი გაუკეთეს მებაღეს რომელმაც შადრევნიდან ორი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანა..”

0

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის აქტი – გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თან­ხებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად რი­ცხავ­დნენ.რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა „ლა­ი­ვი”, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბა და მე­ბა­ღე, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

რო­გორც დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი ამბობს, საქ­მის კურ­სში არ იყო და მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წა­მო­წყე­ბა.

„არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა… მერე „ტვ პირ­ვე­ლი­დან” და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო…

ფუ­ლის გუ­ლის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამა­ზე რო­გორ უნდა მე­ფიქ­რა, ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვე­დი წყალ­ში.

თვი­თონ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში იქეთ ვრი­ცხავ­დი, რაც შე­მეძ­ლო. ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, არ იყო სა­ჭი­რო, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ან საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ქი­რით ვცხოვ­რობ ერთ პა­ტა­რა მოჭყუ­ნულ ოთახ­ში და ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს ქი­რა­ში ვიხ­დი­დი, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ჩივ­ლია და მი­თხო­ვია, რა­საც ვშრო­მობ­დი, ცოტა იყო თუ – ბევ­რი, იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. უფ­ლის წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ ყვე­ლას”, – თქვა დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლმა.

Share.