“ვერ შევძლებდი ეს რომ არ დამეწერა, მეტროში 12 წლის ბიჭი შემოვიდა..” – ნახეთ მოულოდნელად კი ისეთი რამ გააკეთა, მთელი ვაგონი გაოგნებული უყურებდა

0

დღეს დაახლოებით 12 საათზე მეტროთი ვმგზავრობდი ვარკეთილის მიმართულებით. როცა სადგურის მოედნის მთავარ ხაზზე გადავდიოდი ჩემი ყურადღება მიიპყრო ბავშვმა რომელმაც კიბესთან მდგომ მოწყალების მთხოვნელებს ხურდები ჩაუჩხრიალა.
როცა ვაგონში შევედით ეს ბავშვი ჩემს მოპირდაპირედ აღმოჩნდა.
ყველამ კარგად იცით რამდენი ადამიანი შემოდის მოწყალების სათხოვნელად მეტროს ვაგონებში…
ამ ბიჭმა კი ყველას ჩაუყარა ფული ყველას.
ბოლოს უკვე მატარებელი ის ის იყო უნდა გაჩერებულიყო ეს ბიჭი კარებთან იდგა, რა დროსაც ერთი მოწყალების მთხოვნელი აღმოჩნდა მის უკან. ბიჭმა მეტროს სარკიდან შეამჩნია ეს ქალბატონი და ისე რომ ამ ქალბატონის თხოვნაც არ

გაუგონია მოტრიალდა და ჯიბიდან უკანასკნელი ხურდები ამოიღო და ყუთში ჩაუყარა.
მე არ შემეძლო ეს ისტორია თქვენთვის არ მომეყოლა.
აი ასეთია ჩვენი მომავალი თაობა❤
თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე.

ეს ახალგაზრდა კი 12 წლის ლუკა ციციშვილია. ჩვენი საზოგადოების უკვე ღირსეული წევრი.
ლუკას ვთხოვე რომ მისთვის სურათი გადამეღო და თქვენთვის გამეცნო.
გთხოვთ ყველას გავაზიაროთ პოსტი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ ❤🇬🇪
#ზურიკო გოგოხია..
PS:
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი..წყარო:geoambebi.com

Share.