“ვერ ვხვდები რა უნდა ვთქვა პატრულის თანამშრომელი მირეკავს და მეუბნება..” – ნახეთ რას ჰყვება გიორგი ღოღობერიძე

0

მას შემდეგ, რაც გიორგი ღოღობერიძეს უცნობმა პირმა მანქანა დაუმტვრია, ექიმი მანქანის შეკეთებამდე ალტერნატიულ ტრანსპორტს ეძებდა. აღმოჩნდა, რომ მას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და საკუთარი, ახალნაყიდი ავტომობილი შესთავაზა.„რაც წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან-მოგიყვან უფასოდ, ზოგმა ჩემს მოპედს გათხოვებ, ზოგმაც – ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენხანსაც გინდოდესო.არ ვიცი, რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან

იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.სიკეთე სიკეთეს იწვევს … ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით. ეს სანამ კლინიკა გაიხსენება და მერე, დანარჩენიც“, – წერს ღოღობერიძე სოცქსელში.წყარო:dainteresdi.club

Share.