“ვერასოდეს დავივიწყებ,როცა მე და გიგიმ ვიკამათეთ, წასასვლელად მოვემზადე და ჩემოდნები ჩავალაგე, შენ კი მითხარი..” – ნახეთ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლის ემოციური სიტყვები დედამთილს

0

ცნობილი ქართველი მომღერალის გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი დედამთილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:
“ჩემო ციცი. შენ არასდროს იყავი ჩემთვის დედამთილი და პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი. არასდროს არ დამავიწყდება, როცა პირველ წელს მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი კამათისას, როცა კიევში წასასვლელად მოვემზადე და ჩემოდნები ჩავალაგე, მითხარი:

“შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ რჩები, შენს სახლში, ის კიდევ წავიდეს სადაც უნდა…”მინდა, ყველას ვუსურვო ისეთი დედამთილი, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის”

Share.