“ეჭვი არ მეპარება გიორგიში, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს..” – ნახეთ ნინო ნადირაძის პირველი კომენტარი გიორგი ღოღობერიძის უმწვავესი კრიტიკის შემდეგ

0

ექიმების ნინო ნადირაძისა და გიორგი ღოღობერიძის დაპირისპირებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. წამყვანის, ნინო ნადირაძის კითხვები საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.ნინო ნადირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ გიორგი ღოღობერიძის მიმართ არანაირი პროტესტი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.„მე პოლემიკაში არ შევსულვარ, უბრალოდ დავსვი შეკითხვა. თავის დროზე, როდესაც „ლანცეტში“ ლიცენზიის საკითხები იხილებოდა,

ამის გამო დავუპირისპირდი ყოფილ მფლობელს და წამოვედი კლინიკიდან – არალიცენზირებული სპეციალისტები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.

ეს ხალხის უფლებაა მოსწონდეთ, დაუჯერონ, ამ საკითხში ბევრად მეტი სიფრთხილეა საჭირო. მე შეცდომებს არ ვაფიქსირებ, შესაძლოა, ჯერ არაფერში დაუშვია, მაგრამ ასე რომ მოხდეს? ამ დროს პასუხისმგებელი ვინ არის?! როცა არ ხარ ლიცენზირებული სპეციალისტი, არ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, ბევრად მარტივად შეგიძლია საუბარი.

არსებობს სამედიცინო საქმიანობის რეგულაციის კანონი, რომელიც კრძალავს სამედიცინო საქმიანობის წარმოებას, თუ არ გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რჩევებს არავის მივცემ ის საკითხში, რომელიც ჩემი ვიწრო სპეციალობა არაა. ყველამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, როცა ბატონი გიორგი აიღებს დიპლომს და როდესაც თავისი დამოუკიდებლად გატარებული პაციენტები ეყოლება, როდესაც ეს პასუხისმგებლობა იქნება მისთვის თვალსაჩინო, მერე უფრო სიფრთხილით მოეკიდება. არანაირი პროტესტი მის მიმართ არ გამაჩნია.

ადამიანი საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები. ძალიან მარტივია, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, შარს ვერავინ მოგდებს, ვერ მოგედავებიან. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, როდესაც ასეთ საკითხებს ეხება მეტი სიფრთხილე მართებს. მაშინ ნუ იქნება დიპლომები საჭირო“, – ამბობს ნადირაძე.

მანამდე, გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაწყენია.

“მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. “პრაიმ შოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს. ჩემს გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…

არადა, არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც – ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა. რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“, – ნათქვამია ღოღობერიძის პოსტში.წყარო:statiebi.club

Share.