“ექიმმა გაკვირვებულმა გახედა, ძალიან შემცხვა და ჩუმად ვუთხარი..” – ნახეთ რას ჰყვება რუსკა მაყაშვილი ქმარზე

0

მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემაში “ქალები” მეუღლის, სანდრო ნიჟარაძის შესახებ მხიარულ ამბავს ჰყვება. რუსკა აღნიშნავს, რომ სანდრო ორსულ მეუღლეს ექოსკოპიაზე აქტიურად დაჰყვება და არაკვალიფიციურ კითხვებს უსვამს ექიმს, რომელიც მას უკვე მხიარულად ახსენდება.“თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ წამოვიდეს ექოსკოპიაზე და იარა ცხრა თვე ამ ექოსკოპიაზე. პირველი დღეა, მისულები ვართ. უკვე ვატყობ, რომ ბავშვი ტიპია და რაღაცას დაემსგავსა. სანდრო ზის და ეტყობა, დაგუგლა თუ რა ქნა, არ ვიცი. ამბობს: „ეს ნაჭუჭია?“ ექიმმა გახედა, ნაჭუჭიო? მე რომ საერთოდ არაფრის მეუხერხულება, მაგრამ

იმ დროს მეუხერხულა, ჩუმად ვეუბნები, გაჩუმდი-მეთქი. კიდევ ამბობს: “ნაჭუჭი გამოჩნდა?”თურმე წაუკითხავს, რომ 16-17 კვირაზე ბავშვის ნაოჭი უნდა ჩანდეს და აერია ნაჭუჭში… ეს ამბავი გავარკვიეთ და მივედით ისევ ორი თვის შემდეგ. სანდროს ვთხოვე, ან არ წამოხვიდე, ან არაფერი თქვა-მეთქი. შემოვიდა ისევ და ექიმი მეუბნება, რომ წყლების ნაკლებობა მაქვს. სანდრო კი ეკითხება: „უკაცრავად, ბატონო ზურა, ბევრი წყალი რომ დალიოს?“
წყარო:dainteresdi.club

Share.