“ეს იყო ჩვენი ჯოჯოხეთის დასაწყისი, ჩვენ გვეგონა გადავრჩით მაგრამ..” – ნახეთ ნინო შუბლაძის ემოციური განცხადება

0

ნინო შუბლაძე დის, სოფოს გარდაცვალების შესახებ პირველად საუბრობს ტელეკამერების წინ. მისი ინტერვიუ „რუსთავი 2“-ზე ახალ სამედიცინო გადაცემაში „ექიმები“ გავა.
ცნობილი ჟურნალისტი ამბობს:
„ძალიან უცნაურად დაიწყო სოფოს კოვიდისტორია. არ ვიცოდით საერთოდ, რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯერ ფეხი ასტკივდა, ვიფიქრეთ, რომ ფეხია და მივხედეთ ფეხს. მერე ინსულტივით ჰქონდა თავში, მეტყველება აერია, წავედით ნევროლოგთან. სოფომ ძალიან დაიკლო წონაში და მგონი, ლავიწის ძვლები მაქვს არეულიო. წავიდა რენტგენის გადასაღებად და იქ უთხრეს, რომ ფილტვში გაქვს პრობლემაო. კატეზე ექიმმა რომ შეხედა, უთხრა, რომ ან კოვიდი ჰქონდა, ან გადაიტანა უკვე. სისხლში ბევრი ანტისხეული აღმოაჩნდა. ასე დაიწყო ჩვენი პოსტკოვიდ ჯოჯოხეთი. სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში, რადგან სუნთქვა უჭირდა. ძალიან ცუდად ყოფილა, უტირია, აღარ შემიძლიაო, მაგრამ ხუთ წუთში დამირეკავდა, არ ინერვიულო, ჩავისუნთქეო…

ეს ყოფილა ჯოჯოხეთი, ძალიან მძიმე ბრძოლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, ცოტა ღმერთიც დამეხმაროსო. გვეგონა, რომ გადავრჩით, დღე-დღეზე უნდა გამოეწერათ, მაგრამ… კლინიკაში მეორედ შეეყარა კოვიდი. მანდ უკვე მივხვდით, რომ ვერ გადავრჩებოდით. იმდენი ვიბრძოლეთ, დეტალებში ხომ არ მოვყვები, გავდიოდით ფინალში… ისე დამძიმდა ფილტვები, იქიდან სასწრაფოდ გადავიყვანეთ რესპუბლიკურში, ერთ დღეს რომ 18-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, მეორე დღეს 20 და შემდეგ მაქსიმუმი, 24. დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა, მაგრამ მაინც ეშინოდა, რადგან დიაბეტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ორ კოვიდს ვეღარ მოერია… სოფო იყო ყველაფერი, სოფო, მიშველე, რა ვქნა, შენ მირჩიე… ობოლი ბავშვივით დავრჩი…“
წყარო: dainteresdi.club

Share.