“ერთ რამეს გეტყვით..” – ნახეთ პიტბულის პატრონი, რომელმაც 3 ადამიანი დაგლიჯა მოულოდნელი რამ განაცხადა

0

რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახდინა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ძაღლის პატრონი. ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ქუჩაში ალიკაპით უნდა ატარონ, ეს კი პიტბულების პატრონებისთვის მიუღებელია, რადგან განმარტავენ, რომ მათი გაწვრთნილი ცხოველები საზოგადოებისთვის საფრთხის შემქმნელები არ არიან.

„პრაიმტაიმი“ პოლიციის მიერ მოკლული ძაღლის პატრონს ესაუბრა.
„ჩემი ძაღლი იყო ბენი, რომლის გამოც ამხელა ამბავია ატეხილი. ერთს გეტყვით, არანაირი აგრესია არ გააჩნდა საერთოდ, კატებისაც კი ეშინოდა, ძაღლებზე რომ არაფერი ვთქვა. ვისაც უკბინა, ჩემი ოჯახის წევრის გარდა, ისიც იცნობდა ბენის. ყველა, ვინც კი ცნობდა, იცის, როგორი თბილი და 0 აგრესიის მქონე ძაღლი იყო. მაგრამ მოხდა სამწუხარო შემთხვევა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ასე ცამოწმენდილზე. 1.8 თვის განმავლობაში რაც არასდროს მომხდარა. ჯობს, თქვენც მოუფრთხილდეთ თქვენს პიტებს, რომ არც სხვა დააზიანოს და არც თქვენ იგრძნოთ თავი ისე, როგორც მე ვგრძნობ ახლა“, – ამ ლაშა ვარსიმაშვილი.
წყარო:dainteresdi.club

Share.