“დღეს შენი დაბადების დღეა დღეს და მინდა გითხრა..” – ნახეთ გელა დაიაურის სულისშემძვრელი წერილი გარდაცვლილ ცოლს

0

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
…კუნწულიკო… შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა
ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…”, – წერს გელა დაიაური.
შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი – თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.
ცნობისთვის, გასულ წელს, გელა დაიაურმა ოჯახი შექმნა.
მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. როგორც გელა ინტერვიუებში ჰყვება, გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს.
წყარო:ambavi.club

Share.