“დე გთხოვ კიდევ მინდა მასე..” – ნახეთ ავარიისას დაშავებული 8 წლის დათას დედის სულისშემძვრელი წერილი

0

8 წლის დათას ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილზე ემოიციურ მიმართვას აქვეყნებს:
„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი. თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით „ვკატაობდით“, ნუ, ვცდილობდით მაინც. მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე დეე, გთხოვ…“, – წერს დაშავებული ბავშვის დედა.

თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. მძღოლი დააკავეს. ბავშვი ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

Share.