“დედას ამერიკიდან ოცნება აუხდინა და საჩუქარი გაუგზავნა..” – ნახეთ რა ოცნება აუხდინა ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას

0

ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მომღერალი, 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად უკვე წელიწადნახევარზე მეტია, აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. ალექსანდრემ სულ ცოტახნის წინ კონექტიკუტის შტატში გამართულ „ნიჭიერშიც“ გაიმარჯვა. როგორც ალექსანდრეს დედა ამბობს, პატარა მომღერალმა მას საოცნებო საჩუქარი, მანქანა აჩუქა.
გულიკო ეგნიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად:

„ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან. ძალიან მინდოდა, „ბეემვე“ მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!..“
წყარო:niustv.club

Share.