“დამხრჩვალი 3 ბავშვის ვინაობა ცნობილია,ორი მათგანი წყალმა ჩაითრია,ერთს უნდოდა გამოსვლა მაგრამ..”

0

თბილისის ზღვაში მოზარდი დაიხრჩო – გარდაცვლილი 13 წლის ნიკა ტერბოლიანია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვაზე მეგობრებთან ერთად წავიდა.
მოზარდი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ასევე ლაგოდეხში ტბაში დაიხრჩო 18 წლის გოგონა.

როგორც ირკვევა, მოზარდი შშმ პირი იყო.

“გოგონა შშმ პირი იყო, გონებრივი ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდა. დედისთვის უთქვამს, საბანაოდ გადასვლა მინდაო, რაზეც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გაპარულა… სახლის უკანაა ეს ტბები. როგორც ვიცი, ორ დედმამიშვილთან და მეგობრებთან ერთად იყო. რომ გადამხტარა, დინებას ქვემოთ ჩაუთრევია, სადღაც, 20 წუთის შემდეგ მისმა თანატოლებმა ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი…

როგორც ამბობენ, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა გულის ამუშავებას ცდილობდა, თუმცა, უკვე დაღუპული იყო,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, მოზარდი წყლის დინებამ ჩაითრია.

წყარო:ambavi.club

Share.