“დაკავებულია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა გახდა დაკავების მიზეზი

0

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ambebi.ge- ს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა აც­ნო­ბა.
“მის­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ატ­რა არ ვიცი. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუ ასე წა­რი­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბა, მეც და­მა­კა­ვონ. მეც დამ­კი­თხეს ამ საქ­მე­ზე და მე რა­ვი­ცი ჩემ მი­მართ რას ჩა­იდ­ნენ” – გა­ნა­ცხა­და ambebi. ge-სთან მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.
ცნო­ბის­თვის, გა­სულ თვე­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის

ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ “არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გიც რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე“.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, შუ­ბი­თი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს გმს გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.
წყარო:ambavi.club

Share.