“დავკარგე ყვეალფერი სამართალი აღსრულებულია, უსახლკაროდ დავრჩი..” – ნახეთ ბესო ზანგურის საგანგებო განცხადება

0

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყოფილი ცოლის, ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის გამო სკანდალში გაეხვა, სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.
მსახიობი ბესო ზანგური უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, თუმცა
დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგა.„თავს ვთვლი ვალდებულად რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი ისევე, როგორც ბევრს დაემართა ამ

ქვეყანაში. დიახ მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს. დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ. გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით არ ვიცი, მაგრამ გპირდებით! სულ ესაა”, – წერს ბესო ზანგური.
წყარო:ambavi.club

Share.