“გული მეწვის,სიცოცლხე უკვე წამართვი..” – ნახეთ თბილისში ახალგაზრდა გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა (ფოტოები)

0

თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა„თბილისი ენერჯიის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში დაგირავებულ ბინაში ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ სახლში დამონტაჟებული იყო ღია წვის გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი, რაც დაუშვებელია.„დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგო სამტრედიაში მცხოვრები ნანო ახობაძეა, რომელიც თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.


გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრები ემოციურ სტატუსებს წერენ:
„როგორ შევცვალო ეს რეალობა?! ნაა… გასკდა გული, მეწვის ყველაფერი… რა უძლური ვარ.“
„ვერ მოგინელებ, სანამ ვიარსებებ… ვიარსებებ და არა ვიცოცხლებ, იმიტომ რომ სიცოცხლე უკვე წამართვი.“
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.წყარო:Statiebi.club

Share.