”გოგოები თურმე შეყვარებულებთან მიდიოდნენ” – ნახეთ სად იპოვა თელავიდან გაუჩინარებული 13 წლის დები პოლიციამ

0

კახეთში დღეს დილას გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ გომბორის გზაზე იპოვა. არსებული ინფორმაციით, დები თბილისში შეყვარებულებთან მიდიოდნენ.
ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოწნები თავს კარგად გრძნობენ. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ დები – ლიკა და მარიამ დემინაშვილები ყვარლიდან დედასთან მიდიოდნენ, რა დროსაც თელავში ბებიას შეხვდნენ და უთხრეს, რომ თბილისში წასვლა სურდათ. ბებიამ მათ უარი უთხრა და დები სამარშრუტო ტაქსით ისევ ყვარელში გაისტუმრა, საიდანაც მათი კვალი დაიკარგა.

Share.