“გლოვობს მთელი მერია..” – ნახეთ მერიის ზედამხედველობის უფროსი ტრაგიკულად დაიღუპა, მისი შვილი კი დაშავდა

0

ვალესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ლევან დემეტრაძე, 9–დღიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ლევან დემეტრაძეს ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. ლევან დემეტრაძე ჯერ ახალციხის კლინიკა „იმედში“,მოგვიანებით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მასთან ერთად მისი არასრუწლოვანი შვილი მსუბუქად დაშავდა.

”ბოლო წუთამდე იმედი არ დაგვიკარგავს, გვჯეროდა, გენდობოდით, გბალეიშიკობდით… რატომ გაგვიცრუე იმედი ლევან?
ყველაზე თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იყავი. არ მახსოვს შენი ხმამაღალი სიტყვა, სულ ტკბილი და ერთგული იყავი ყველას წინაშე.

ეს აღარ არის სევდა, ეს ის მძაფრი ტკივილია, რომელსაც ვერც დრო, ვერც ნუგეში და ვერაფერი გააქარწყლებს…
დიდი ლევანი აღარ გვყავდა და ახლა აღარც პატარა ლევანი გვყავს…😭💔💔💔” – წერს ახლობელი.
წყარო:ambavi.club

Share.