”გიოსადმი ამ გოგოს სიყვარული იცით როდის გამოიხატა?.. ყველაფერს გეტყვით…” – ნახეთ რას ამბობს ანი შაქარაშვილი გოგონაზე, რომელიც გიორგის უყვარდა

0

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშილი მარიამ ხატისკაცის ემოციურ სტატუსს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გიორგისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც მისი დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა.
ანი შაქარაშვილი წერს, რომ გიორგი დაბადებისდღეზე დაუპატიჯებლად არ მისულა.

„1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე.

2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო.

3) რაც შეეხება ამ გოგოს. მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა.

4) მადლობა

5) ნახვამდის.” – წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხულ ლუკა გოგავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც მოსწონდა.

Share.