“გილოცავთ გაბედნიერებას,ჟურნალისტის რჩეული ცნობილი ექიმია..” – ნახეთ დავით კიკალიშვილმა იქორწინა,ვინ არის ჟურნალისტის რჩეული

0

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, დათო კიკალიშვილი რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ გავრცელდა ხმა, რომ ის ექიმზე დაქორწინდა. დათოსთვის ეს მეორე ქორწინება გახლავთ. როგორც ჟურნალი „სარკე“ წერს, დავით კიკალიშვილის მეუღლე ცნობილი ექიმი, ირმა კვიცარიძე გახლავთ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ფართოდ კოვიდის პანდემიის დაწყების შემდეგ გაიცნო.
ირმა კვიცარიძე:
„ლამაზია ჩვენი სიყვარულის ამბავი, ძალზედ პირადული. მინდა, რომ ეს ისტორია მხოლოდ ჩემს პირად სივრცეში დავტოვო.
რას საქმიანობს ავსტრიაში დავითი – სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი?

დათო ინტენსიურად სწავლობს გერმანულ ენას. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე. რამდენიმე ფილმის პროექტი ჰქონდა. თანამშრომლობს ინსბრუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ავსტრიულ და ქართულ მედიასაშუალებებთან.

როგორია თქვენი და დავითის სამომავლო გეგმები და რამდენად უკავშირდება საქართველოს?

სამომავლო გეგმები, როგორც ყოველთვის, ჩვენს სამშობლოზე და ხალხზე ფიქრია. რეალური, ქვეყნისთვის გამოსადეგი პროექტების დაგეგმვა, რაშიც ყოველთვის ჩვენი ავსტრიელი მეგობრები გვეხმარებიან. ჩვენს წილ წვლილს შევიტანეთ, რომ საქართველო მალე გახდეს ევროპული გაერთიანების ღირსეული წევრი და ევროპული გაერთიანების დროშაზე ერთი ვარსკვლავი საქართველოს აღმნიშვნელი იყოს. აი, მერე კი თავს უფლებას მივცემ, დავისვენო“. წყარო:ambavi.club

Share.