“გვინდა ისეთი ამბავი გითხრათ გულს რომ..” – ნახეთ რა ინფორმაციას აქვეყნებს კლინიკა ბომონდი

0

28 წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა, – ამის შესახებ კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.
კლინიკის ცნობით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
“ისეთი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ, გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ
“კლინიკა ბომონდში” წყვილს 28 -წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა. ნანატრი ნიკოლოზ ხიდაშელი ამ ქვეყანას საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრული შემადგენლობა ზრუნავს.

ოპერატორი: ნოე მაცაბერიძე

მორიგე ექიმები: მარინა ჯიმშელეიშვილი და თეონა ლორთქიფანიძე

ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი

ანესთეზიოლოგი: გიორგი კუბლაშვილი

საოპერაციოს მედდა: თეო ფრუიძე

ბებიაქალი: მარი რურუა

“კლინიკა ბომონდი” ულოცავს მშობლებს ნანატრი შვილის დაბადებას. ულევ სიხარულს და ჯანმრთელობას უსურვებს” – წერს კლინიკა სოციალურ ქსელში

Share.