“გემშვიდობებით ყველას გირჩევთ თქვენც..” – ნახეთ სად მიდის მაია ასათიანი ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

0

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ინტერნეტისგან და სოციალური ქსელებისგან დასვენება გადაწყვიტა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ვიდეომიმართვის საშუალებით ამცნო.
როგორც „პროფილის“ წამყვანი ირწმუნება, ეს სასარგებლო გადაწყვეტილება მას არწმუნებს, რომ ცხოვრება უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე სხვისი ამბების თვალიერება ყოველ წუთას, რაშიც ადამიანები უამრავ ძვირფას დროს ვხარჯავთ.
„ალბათ თვენახევარი – ორი თვე გემშვიდობებით. ინტერნეტისგან დეტოქსს ვაკეთებ. მალე დაგიბრუნდებით“, – ამბობს ტელეწამყვანი. ცოტა

ხნის წინ ასათიანმა საკუთარ იუბილეზე საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. პოპულარული ჟურნალისტი აღარ მალავს, რომ შეყვარებულია და სასიყვარულო პოსტებსაც უფრო ხშირად აქვეყნებს. დაბადების დღის დიდი წვეულების ნაცვლად მაია და მისი პარტნიორი ზღვისპირა ქალაქში განმარტოვდნენ. ტელეწამყვანი შეყვარებულის სახეს ისევ საგულდაგულოდ მალავს, თუმცა მის გვერდზე რომანტიკული მესიჯები დომინირებს.
ვიდეო:

Share.