“გაუპატიურებაც იყო, დაწვაც და ათასი უბედურება,თითქოს მსოფლიოს ეს არც გაუგია, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, ხომ გსმენიათ, ხომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს მოქალაქეებო?!”

0

ფეისბუკმომხმარებელი დალი ჯონჯუა სოციალურ ქსელში, საინტერესო პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე პარალელს აფხაზეთთან ავლებს, რომ ეს ზუსტად იგივე სცენარია…
“არავინ იკადროს და გაიმეოროს რომ ბუჩას კადრები დადგმულია.
ზუსტად ასე გვხოცავდნენ ქართველებს აფხაზეთშიც.
ეს კრემლისა და რუსი სამხედროების ხელწერაა!
დეჟავიუს განცდამ მაიძულა ეს დამეწერა!
პირველი იყო გაგრის ტრაგედია, გახსოვთ ალბათ, გაგრის კადრები;

არქივში მოიძიონ ტელევიზიებმა, არსებობს ეს კადრები და ნახავენ გაგრის ქუჩებში ზუსტად ასე მიმოფენილ ნაწამებ და დახვრეტილ ათეულობით და ასეულობით ქართველს, რომელთაგან თითოეულის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

შემდეგ იგივე განახორციელეს აგრესორებმა სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, გალში.

გაუპატიურებაც იყო, დაწვაც და ათასი უბედურება… ზოგიერთები რაღაც სასწაულით გადავურჩით ყველაფერს, მათ შორის რუსეთის თვითმფრინავების დაბომბვებსაც.

მაშინ მსოფლიოს ეს თითქოს, არც გაუგია, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, ხომ გსმენიათ, ხომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს მოქალაქეებო?!

ვილოცოთ ყველამ, რომ უკრაინაში მარცხის შემდეგ მაინც, ყველა ჩადენილი სისასტიკისათვის, რუსეთმა, ბოროტების იმპერიის მესვეურებმა ერთიორად ზღონ და ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, რომ შეწყდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების ხოცვა-ჟლეტა!!!”,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.

Share.