“გარდაცვლილია 25 წლის გოგონა,მეორე ჯერ ვერ ამოიცნეს. 50 ადამიანი დაკარგულია..” – ნახეთ უმძიმესი ამბები შოვიდან

0

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ambebi.g-ს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფ­მა უწე­რას მკვიდრმა გა­ნუ­ცხა­და, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, სავ­რა­უ­დოდ, 25 წლამ­დე გო­გო­ნაა.“ამ დრო­ის­თვის 2 ცხე­და­რია ამოყ­ვა­ნი­ლი, ერთი 25 წლამ­დე გო­გო­ნაა, მე­ო­რე არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ჯერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. და­ნარ­ჩე­ნებს ეძე­ბენ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი – ეძე­ბენ და-ძმას, დე­დას, ქმარს… გელა გუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც “სან­სეტ შო­ვის“ მფლო­ბე­ლია, ორ შვილს, ცო­ლის დას და მის შვი­ლებს ეძებს…. ერთი კაცი ჰყვე­ბო­და, წყალ­მა ხე­ლი­დან გამ­ტა­ცა

მე­უღ­ლეო. როცა ღვარ­ცო­ფი წა­მო­ვი­და, ზოგი კო­ტე­ჯში იყო, ზოგი – ტყე­ში, ზო­გიც მან­ქა­ნით და წყალ­მა გა­ი­ტა­ცა. რო­გორც თან­და­თან ირ­კვე­ვა, ბევ­რია და­კარ­გუ­ლი, 70-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს, ისი­ნი შოკ­ში არი­ან. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ლა­ვაა ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ტა­ლა­ხის ზღვა. უამ­რა­ვი მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობს, თქვეს, რომ ისი­ნი მთე­ლი ღა­მით იმუ­შა­ვე­ბენ, მაგ­რამ ბნე­ლა, ხილ­ვა­დო­ბა ჭირს და ღა­მით რას გახ­დე­ბი­ან, ვერ გე­ტყვით. მათ­თვი­საც სა­რის­კოა.“ – გვიყ­ვე­ბა უწე­რე­ლი მა­მა­კა­ცი.

Share.