“გავიდა 1 წელი თამარის გარდაცვალებიდან და..” – ნახეთ რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება მასზე

0

22 ივლისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთი წლის შემდეგაც, ამ დრომდე, ოჯახს და საზოგადოებას არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. სწორედ ამ ადგილას იპოვეს მისი მანქანა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, სადაც

გარდაცვლილი გოგონა აღმოჩნდა.ამ დრომდე ისევ დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ვინ და რატომ მისდევდა მის მანქანას, რა უნდოდათ ოპერატიულ თანამშრომლებს მის სახლთან, სად გაქრა მისი მეხსიერების ბარათები და რატომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ივნისში დათო აბრამიშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლითაც ირკვევა, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

აბრამიშვილმა მის ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გააშიფრინა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა და მისი გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი ამ დრომდე დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.
წყარო:statiebi.club

Share.