“ბოლო ორი დღე სახლში არ გამოჩენილა..” – ნახეთ ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა

0

ცნობილი ხდება კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. ირკვევა, რომ ბრალდებული, რომელმაც ერთ-ერთ ქვის საამქროში ორი მძევალი აიყვანა 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია. ის საწარმოში დღეს დილით ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, მოგვიანებით კი, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებით უსაფრთხოდ გადაადგილება მოითხოვა.ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში სახლში არ გამოჩენილა. ცნობილი ხდება, რომ

მენაბდიშვილს დავა ჰქონდა ზემოხსენებულ ქვის საწარმოს მეწილეებთან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მენაბდიშვილის მიმართ მუქარის ფქტზე პოლიციაში გამოძიებაა დაწყებული, ვინაიდან ოჯახის ინფორმაციით, მას ბიზნეს-პარტნიორები ემუქრებოდნენ. სწორედ ამ ფაქტზე თავად გიორგი მენაბდიშვილიც დაიკითხა. მენაბდიშვილი წარსულში პოლიციის სისტემაში მუშაობდა. ოჯახი ირწმუნება, რომ ქვის საწარმოში თავად მენაბდიშვილი 10-პროცენტიან წილს ფლობს. წყარო:geonewest.com

Share.