“20 წელი ბავშვი არ გვიჩნდებოდა, ბოლოს ბავშვთა სახლში წავედით შვილის ასაყვანად, თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო, როდესაც ექიმმა სასწრაფოდ დამიბარა”

0

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქალბატონიოს ემოციური წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს პირველი ივნისია. მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი “ბავშვთა დაცვის დღე”. ქართველებისთვის ორმაგად სასიხარულო დღესასწაული გვაქვს, ვზეიმობთ – წმინდა ნინოს დღესასწაულს.
მაგრამ ჩემთვის ეს დღე ასმაგათ უფრო საბედნიეროა. 20 წელი მე და ჩემს ქმარს ბავშვი არ გვიჩნდებოდა. თითქმის ყველაფერი ვცადეთ მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ბავშვის აყვანა გადავწყვიტეთ და ბავშვთა სახლში წავედით. ყპველთვის გოგონაზე ვვოცნებობდით და გადავწყვიტეთ პატარა მარიამი გვეშვილებინა. მაგრამ ბავშვის აყვანა ასე მარტივი არ არის, დრო იყო საჭირო პროცედურების მოსაგვარევლად.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სანატრელი პირველი ივნისი გათენდა. მაგრამ სანამ თვალს გავახელდი, გავიგე საოცრად ლამაზი ქალის ხმა -“სიკეთე, არასდროს იკარგება”. იმდენად ტკბილი და თბილი ხმა იყო, გაოცებისაგან გავშეშდი. მოკლედ მოვუყევი ჩემს ქმარს, მან კი მითხრა ალბათ ისე გიხარია, რომ მოგეჩვენა რაღაცო.
მივედით ბავშვთა სახლში, ყველა საბუთი მოწესრიგებული გვქონდა, წინასწარ გამზადებული ბავშვის ნივთების ჩანთით შევვარდი, რომ მალე წამომეყვანა ჩემი მარიამი. უცებ ტელეფონზე ზარი გაისმა, ჩემმა მკურნალმა ექიმმა დამირეკა, სასწრაფოდ მიატოვე ყველაფერი და აქ გაჩნდიო. მოკლედ მარიამი გულში ჩავიხუტე და სასწრაფოდ წავედით ექიმთან.

თურმე ჩემს ორგანიზმში დაბუდებული, ბაქტერია არ აძლევდა ნაყოფს განვითარების საშუალებას. ამიტომ ვერ ვრჩებოდი ფეხმძიმედ. ძალიან ბევრი გამოკვლევებით შემდეგ ჩემმა ექიმმა იპოვა მიზეზი და მისი მოგვარებისთვის ერთადერთი ნემსის გაკეთება იყო საჭირო. გამიკეთეს ნემსი და ზუსტად თვე ნახევარში დავფეხმძიმდი. ჩემი ქმარი სიხარულისაგან დაფრინავდა. იმდენად ბედნიერები და გახარებულები ვიყავით, რომ ეს ემოციები მთლიანად მარიამზე გადაგვქონდა, მის მიმართ გრძნობები კი იმდენად გაგვიმძაფრდა რომ დღეს ჩვენი მეორე შვილისაგან – ნინისგან არც კი ვანსხვავებთ. მართალია მარიამის ბიოლოგიური დედა არ ვარ, მაგრამ იმხელა ბედნიერების მომტანი იყო მისი გახდომა ჩვენს შვილად, რომ სასწაულებრივად მეორე შვილი გამიჩნდა.

ალბათ ღმერთი ჩვენგან დიდ სიკეთეს ელოდა. ხოლო როცა სრულიად უსუსური და მიტოვებული პატარასათვის ორივემ გავაღეთ სიყვარულის კარი, ღმერთმა ამ საჩუქრით გადაგვიხადა. როგორც კი ნინოობა დგება, ყოველთვის ის ხმა ჩამესმის -“სიკეთე არასოდეს იკარგება”.

წყარო: genews.ge

Share.