“ბატონი კახის შვილი სხვანაირი ვერც წარმომედგინა…” – ნახეთ კახი კავსაძის შვილის სიტყვებმა მთელი საქართველო აღაფრთოვანა

0

კახი კავსაძის შვილი ირაკლი კავსაძე გადაცემა „პროფილის“ სტუმარი იყო. ბევრ სხვა საკითხთან ერთად ბატონმა ირაკლიმ მეუღლეზეც ისაუბრა. მის სიტყვებს კი ძალიან ბევრი ემოციური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
„ერთად ვართ, უკვე 32 წელია, ერთად ვართ. ჩვენს შორის არსებობს რაღაც ისეთი, რაც აუხსნელია. ჩემი მეუღლე კეთილი, მოსიყვარულე და თავმდაბალია – ეს მომწონს მასში. ბევრ ქალბატონს ვცემ პატივს, მაგრამ ერთადერთი ქალი, ვინც მიყვარს, ჩემი მეუღლეა.
კითხვაზე, სურდა თუ არა ისეთივე სიყვარული, როგორსაც ის კახისა და ბელას შორის ხედავდა, პასუხობს, რომ ყველა წყვილს თავისი
ისტორია აქვს და არავის მიბაძვა არ სურს.„მიბაძვა საშინელებაა, მაგალითის აღება კარგია, მაგრამ ურთიერთობა ადამიანებზეა დამოკიდებული. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი იტორია გვაქვს. კახი ხშირად ამბობს, ჩვენ, უბრალოდ, ვჩანვართ, თორემ ძალიან ბევრი ოჯახია საქართველოში,

სადაც მეუღლეებს ანალოგიური სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებთო. მარტო კახი და ბელა არ არიან, ვიცნობთ ასეთ ოჯახებს, არაერთი შემთხვევა ვიცით, ერთი რომ გარდაიცვალა, მიჰყვა მეუღლეც – ვერ წარმოიდგინა ცხოვრება უიმისოდ“ – ამბობს ირაკლი კავსაძე.

ბატონი ირაკლის სიტყვებს სოციალურ ქსელში ბევრი ემოცია თბილი კომენტარი მოჰყვა:
„ღმერთო, ამრავლე ასეთი მამაკაცები,ბედნიერია მისი მეუღლე“
„კავსაძეებს რა დიდი სიყვარული გცოდნიათ, ბატონი კახის და ბელას სიყვარული ხომ სასწაულია დღემდე“
„ბატონი კახის შვილი სხვანაირი ვერ წარმომიდგენია“ – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.წყარო:dainteresdi.club

Share.