“ბავშვი მოვარდა დედა ტუალეტში შეიყვანა და კალვსო..” – ნახეთ ახალი დეტალები თელავში მოკლულ 26 წლის გოგოზე

0

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მამაკაცი მის შვილზე 6 თვის განმავლობაში ძალადობდა, ბოლოს კი თავად მასაც შეეხო ხელით.„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. ჩემი შვილიშვილი ისეთი შეშინებული დამხვდა, უნებლიე შარდვა დაემართა. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით,

ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.

დღეს ბავ­შვი მო­ვარ­და, ჩქა­რა ბებო, დე­დას კლავ­სო. ტუ­ა­ლეტ­ში შე­იყ­ვა­ნა, დე­დას ახ­რჩობს და დანა და­ვუ­მა­ლეო. წლინახევრის ბავშვი იქ დარჩა და უყურა ყველაფერს. სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, თორემ ბავშვებსაც დამიხოცავს, ჩამოყალიბებული მკვლელია“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, თელავში 26 წლის გოგო და სამი შვილის დედა მარიამ გამტკიცულაშვილი სასტიკად მოკლეს. ბრალდებული არაფორმალური ქმარია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Share.