ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და რამდენიმე კითხვაზე სცემს პასუხს,
რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრასთან არის დაკავშირებული:
– აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა აუცილებელია!
– აცრის წინ და აცრის შემდეგ ჭამა ნებადართულია!
– აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია!
– ბოტოქსი და აცრა კავშირში არაა!
– შფოთვის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები აცრის წინ არ უნდა შეწყდეს!
ესაა ყველაზე ხშირად დასმული კითხები…” – წერს კულუმბეგოვი.