“აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა აუცილებელია აცრის შემდეგ კი ჭამა..” – ნახეთ რას ამბობს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცრასთან დაკავშირებულ რჩევებზე

0

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და რამდენიმე კითხვაზე სცემს პასუხს,
რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრასთან არის დაკავშირებული:
– აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა აუცილებელია!
– აცრის წინ და აცრის შემდეგ ჭამა ნებადართულია!

– აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია!

– ბოტოქსი და აცრა კავშირში არაა!

– შფოთვის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები აცრის წინ არ უნდა შეწყდეს!

ესაა ყველაზე ხშირად დასმული კითხები…” – წერს კულუმბეგოვი.

Share.