“არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გავუძლო,ყველაზე საყვარელი ადამიანი დავკარგე..” – ნახეთ ვინ დაეღუპა ეკა მიშველაძეს? ჟურნალისტი უმძიმეს ამბავს ავრცელებს

0

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, მას კორონავირუსით მამობილი გარდაეცვალა.
„ჩემი ზურა, ჩემი მამობილი, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან – ანგელოზებთან. ჩემთვის ყველაფერი იყო, მამაზე მეტი, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი. ყველა ჩვენგანის, საერთოდ ყველას პატრონი, გამზრდელი და მომვლელი ასეთი კეთილი ადამიანი არ არსებობდა… ამ ტკივილს და დარდს არ ვიცი, როგორ გავუძლებთ.

ვერ მოერია კოვიდს, ძალიან გაურთულდა მისი უკვე არსებული მდგომარეობის გამო… მიყვარხარ ზურა, ჩემო უტკბილესო ადამიანო… შეხვედრამდე პანაშვიდები და დაკრძალვა ოთხშაბათს 14.00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან. ჭავჭავაძის გამზირი, მე-9-ე საავადმყოფოსთან“, – წერს მიშველაძე.

Share.