“ანგელოზი გოგო მოგვიკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ არის მოკლული 14 წლის გოგონა

0

გუ­შინ, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ­მა სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 4 წლის გო­გო­ნა მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან არის. რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვეა, რაც გა­ა­თხო­ვეს.

რო­გორც გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, მათი შვი­ლი ას­ლა­ნოვ­მა მო­ი­ტა­ცა და მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას მკვლე­ლო­ბამ­დეც ჰქონ­და ად­გი­ლი. ქალი ამ­ბობს, რომ 14 წლის გო­გო­ნას სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ალიმ ას­ლა­ნო­ვი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მას არ აძ­ლევ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს მოკ­ლუ­ლის ფო­ტოს და წერს: “ან­გე­ლო­ზი, გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გოგო”.

რო­გორც დმა­ნი­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის უფ­რო­სი მაია ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, მას შემ­დეგ რაც 14 წლის გო­გო­ო­ნა სკო­ლა­ში არ გა­მო­ცხად­და, მო­ი­კი­თხეს, თმცა მშბ­ლებ­მა თქვეს, რომ მათი შვი­ლი სტუმ­რად იყო.

“სკო­ლამ მო­ი­კი­თხა, საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა, რომ არ ცხად­დე­ბა ბავ­შვი სკო­ლა­ში, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2 დღე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­დო­და, სტუმ­რად იყო წა­სუ­ლი გარ­და­ბან­შიო.

გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვიც არ ჰქო­ნია არა­ვის, არც სკო­ლამ იცო­და და არც ჩვენ ვი­ყა­ვით საქ­მის კურ­სში. სას­წავ­ლო წელი და­ამ­თავ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სრუ­ლად, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი გო­გო­ნა იყო. 23 რი­ცხვში კი დამ­რი­გე­ბელ­მა და­უ­რე­კა მშო­ბელს, ის არ გა­მო­დი­ო­და კონ­ტაქ­ტზე. მხო­ლოდ მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც და­ი­ბა­რეს სკო­ლა­ში ეს მოხ­და 5 ოქ­ტომ­ბერს და თქვა, რომ 2 დღე­ში მო­ვი­დო­და ბავ­შვი სკო­ლა­ში,” – აცხა­დებს ხმა­ლა­ძე.

Share.