“ამ 2 ახალგაზრდიდან ერთ-ერთი დამიკავშირდა და წარმოუდგენელი რამ მითხრა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა გაამხილა გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედამ

0

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” აქ­ვეყ­ნებს დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის მო­ზარ­დის დე­დას­თან ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას და­უ­კავ­შირ­და იმ ორი ახალ­გაზ­რდა­დან ერთ-ერთი, რომ­ლის ფო­ტო­ე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სოცქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.ცნო­ბის­თვის, ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ “ფე­ის­ბუქ­ზე” ორი ახალ­გაზ­რას ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და წერ­და, რომ შე­საძ­ლოა მათ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ჰქო­ნო­დათ,

რად­გან კა­მე­რებ­მა ისი­ნი სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს და­ა­ფიქ­სი­რეს, სა­დაც უგო­ნოდ მყო­ფი ანი იპო­ვეს.
“მი­თხრა, რომ ფო­ტო­ზე ნამ­დვი­ლად ის იყო და იმ სა­ღა­მოს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა, მას არა­ნა­ი­რი ხმა არ გა­უ­გია. მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბო­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი სა­ეჭ­ვო ხმა არ გაგ­ვი­გი­აო. ოთხი მე­გო­ბა­რი იყო ერ­თად, ხმა­უ­რით მი­დი­ოდ­ნენ, მე­გო­ბარს აცი­ლებ­დნენ” – ამ­ბობს ხუ­ტაშ­ვი­ლი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს ლი­ე­ტუ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და. ამი­ტომ, ანის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე მა­შინ­ვე მო­ექ­ცა ლი­ე­ტუ­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ტე­რე­სის არე­ალ­ში. “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს ლი­ე­ტუ­ვუ­რი მე­დია-პორ­ტა­ლის Delfi.lt-ის ვრცელს სტა­ტი­ას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­სა და ლი­ე­ტუ­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რორს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ე­ტუ­ვი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ პრო­კუ­რო­რი და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი.

“მას შემ­დეგ, რაც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ე­ტუ­ვის ელჩი, ან­დრი­უს კა­ლინ­დრა, ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, და­უ­კავ­შირ­და ლი­ე­ტუ­ვის პრო­კუ­რორს და მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ლი­ე­ტუ­ვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი” – წე­რია ლი­ე­ტუ­ვუ­რი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” ავ­რცე­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.
საქ­მე­ზე, ბავ­შვის დე­დას და “უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტებს სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის ასლი 28 აპ­რილს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას სხე­ულ­ზე 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა.
წყარო:dainteresdi.club

Share.