“აი რა უთხრა სიკვდილამდე 1 საათით ადრე ირაკლი ხახუბიამ მეგობარს..” – ნახეთ რატომ მოიკლა თავი დეპუტატმა

0

გუშინ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით გასროლის ხმა მეუღლემ დილის 6 საათზე გაიგო.
„ფოთელები ტირიან პატრონი მოგვიკვდაო… არ მითხრა, გული გაიყოლა თან ირაკლიმ. გუშინ ვესაუბრე… ვერ გადახარშა შვილის (ბექას) ამბავი“,- ამბობს ირაკლი ხახუბიას მეგობარი ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.შეგახსენებთ, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია გორის სატვირთო გვირაბთან, 2018 წლის 17 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა.

Share.