“ათ თებერვალს ბავშვმა თავი მოიკლა..” – ნახეთ, რამდენი წელი მიუსაჯეს 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე ბრალდებულს

0

14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე ბრალდებულ ნიკა ტაკიძეს პატიმრობა შეეფარდა. სექსუალურად მოძალადეს თავისუფლება 7 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს. გადაწყვეტილება მოსამართლე, თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.
24 წლის ბიჭი გაამართლეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დამნაშავედ კი მიიჩნიეს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც „წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას“ გულისხმობს.

ნიკა ტაკიძის მამის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამავე საქმეზე, პატიმრობა შეეფარდა ნინის ბაბუასაც, რომელსაც ბავშვზე ძალადობასა და მუქარას ედავებიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის 10 თებერვალს ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო: niustv.com

Share.