სასტიკი მკვლელობა თბილისში – მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო.
მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“დაიკარგა, 2-3 დღე გაუჩინარებული იყო. ახლობლები ეძებდნენ. გლდანის ციხეებთან იპოვეს მოკლული. მარიტა მშობლებთან ერთად თემქაზე ცხოვრობდა ქირით, მამა შარშან დაეღუპა და დედა ემიგრაციაში წავიდა. სახლი ჰქონდათ, მაგრამ ვალი დაედოთ და გაყიდეს. ერთი გოგო ჰყავს, იმასთან ერთად ცხოვრობდა. გაშორებულები ყოფილან და თუ არ უნდოდა ეს გოგო რაღას მოკლა.” – ამბობს გარდაცვილის ახლობელი.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო:siaxle.club