“ცნობილია კაცის ვინაობა რომელმაც ცოლი მოგუდა და ხევში გადააგდო..” – ნახეთ ფოტო გასაჯაროვდა! (ფოტო)

0

სასტიკი მკვლელობა თბილისში – მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო.
მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“და­ი­კარ­გა, 2-3 დღე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დნენ. გლ­და­ნის ცი­ხე­ებ­თან იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი. მა­რი­ტა მშობ­ლებ­თან ერ­თად თემ­ქა­ზე ცხოვ­რობ­და ქი­რით, მამა შარ­შან და­ე­ღუ­პა და დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. სახ­ლი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ვალი და­ე­დოთ და გა­ყი­დეს. ერთი გოგო ჰყავს, იმას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან და თუ არ უნ­დო­და ეს გოგო რა­ღას მოკ­ლა.” – ამ­ბობს გარ­დაც­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:siaxle.club

Share.