არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს კახა კუჭავა დაიკავებს. კუჭავას მეუღლე, ეროვნებით რუსი ელიზავეტა (ლიზა) ოსმენინა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მამა წარმოშობით თბილისიდან იყო და გოგონაც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ის ცნობილი ბლოგერია და “ინსტაგრამის” საშუალებით საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა.კახამ და ლიზამ ერთმანეთი პირველად 2007 წელს თბილისში გაიცნეს. პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა, თუმცა
მეორე შეხვედრა ერთი წლის შემდეგ ქორწილში შედგა. იმ ქორწილში კახა კუჭავა თამადა იყო, ლიზა ოსმინინას მეგობარი კი პატარძალი. კახა ქალს გამოუტყდა, რომ მალე მისი მეუღლე გახდებოდა და ექვს თვეში წყვილმა მართლაც იქორწინა. ახლა სამ შვილს – ელენეს, ნიკოლოზს და ანას ზრდიან.
ლიზა ინსტაგრამ გვერდს mycitytbilisi მართავს, სადაც წერს ოჯახზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ლეგენდარულ ქართველ მომღერლებსა და მსახიობებზე.
კომპანიის დირექტორი, რომელიც საქართველოში ტურებს უზრუნველყოფს, ლიზა კუჭავაა, როგორც ჩანს, მეუღლის სამშობლოში 13-წლიანი ცხოვრების პარალელურად გვარიც ქართული აირჩია.
წყარო:geoambebi.com