ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.
დაღუპული 17 წლის მოზარდი ირაკლი თოფაძეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც
რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო:geoambebi.com